კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რაც არ უნდა მოიგონოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერ „გააპრავებენ“, რომ რეალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 718 რაც არ უნდა მოიგონოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერ „გააპრავებენ“, რომ რეალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ-მამუკა მდინარაძე

სამართლებრივად, ტექნიკურადაც კი სხდომა ვერ ჩატარდებოდა, სესია ვერ გაიხსნებოდა, რადგან კომიტეტებზე საკითხების განხილვა არ ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  „რაც არ უნდა მოიგონოს რადიკალურმა ოპოზიციამ, ვერ „გააპრავებენ“ იმას, რომ ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ“.

„ორი მდგენელი აქვს ამ ყველაფერს. ერთი, სამართლებრივ ტექნიკური და მეორე, პოლიტიკური. როდესაც მოიწვია პრეზიდენტმა დეპუტატების მოთხოვნით სხდომა, იმ ოთხი საკითხიდან, რაც დღის წერიგში ეწერა, ხომ არ იცით რომელიმე საკომიტეტო მოსმენაზე განხილული რომ ყოფილიყო? არც ერთი არ იყო, მე გეუბნებით. სამართლებრივად, ტექნიკურადაც კი სხდომა ვერ ჩატარდებოდა, სესია ვერ გაიხსნებოდა, რადგან კომიტეტებზე არ იყო განხილვა. სამართლებრივადაც კი აბსოლუტური აბსურდი და მოგონილი ამბავია.

მეორე, პოლიტიკურს რაც შეეხება – ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მათ მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების მიმართ განხორციელებული საბოტაჟის გაპრავების მცდელობა. ისინი იგონებენ პარალელურ პროცესს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ამასობაში რას გვთავაზობენ იცით? აი, მაგალითად, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ სამსახურს ან ამ ფუნქციის გაძლიერებას სისტემების შიგნით, ამაზე ჩვენ რომ დავწერეთ შარშან, ის კანონი მიიღეთო. წარმოიდგინეთ, სამართლებრივად ხომ გაუმართავია, პოლიტიკურადაც როგორი განაცხადია. შარშან რომ დავწერეთ და დავაინიცირეთ, გარკვეული თვეების წინ, ის კანონი მიიღეთო. კი არ დავჯდეთ და არ შევჯერდეთ, კონსენსუსით სამუშაო ჯგუფში რაც თქვენ დაგეგმეთ და ხელისუფლებამ რაც დაგეგმა იმ ფორმატში კი არ ვიმუშაოთო, ჩვენ რომ მოვიფიქრეთ, შევიტანეთ, დავაინიცირეთ, ის კანონი მიიღეთო. წარმოიდგინეთ, რამდენად აბსურდში არიან სამართლებრივად და რამდენად აბსურდში არიან პოლიტიკურად. მათი საბოტაჟის გაპრავებას კიდევ, უკაცრავად ამ ტერმინზე, ჩვენ არ ვაპირებთ.

ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა, მივყვებით და ჩაერთონ ამ პროცესში. რაც არ უნდა მოიგონონ, პარალელური პროცესები, ვერ „გააპრავებენ“ იმას, რომ ისინი რეალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს საბოტაჟს უწყობენ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა