კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ველოდებით აშშ-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას, საელჩოს პასუხების გაცემა მართებს-ალუდა ღუდუშაური

ნახვები: 674 ველოდებით აშშ-ის მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას, საელჩოს პასუხების გაცემა მართებს-ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ამერიკის საელჩოს მართებს, პასუხები გასცე საკითხებს, რომლების თავდაპირველად მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ გავრცელდა და თემაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა სამმა წევრმაც გაავრცელა განცხადება.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების მიერ მოყვანილი ფაქტები დემოკრატიის პრინციპების უხეშად დარღვევაა.

„საკითხი, რომელიც მოსამართლე ჩხიკვაძის მიერ იყო გაჟღერებული, ამას დაემატა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, რომელსაც განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ. ამ ყველაფერზე საჭიროა მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და ჩვენ ამ პოზიციის დაფიქსირებას დღემდე ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. საკითხები, რომლებიც დღეს ნომერ პირველი საკითხებია, ესაა სასამართლოსთან მიმართებით მოსამართლეებთან კომუნიკაცია. ამ ყველაფერზე ნათელი და ამომწურავი პასუხი საელჩომ უნდა გასცეს. ჩვენ სამწუხაროდ,  დავინახეთ მოცემულობა, რომ მართლაც მოსამართლე იყო ჩახსნილი და ეს არაფერია, თუ არა ირიბად და პირდაპირ სანქციის ქვეშ მოსამართლის მოქცევა მის მიერ გადაწყვეტილების მიღების გამო. ამასთან დაკავშირებით საელჩოს პასუხების გაცემა მართებს, რადგან მოყვანილი ფაქტები, რომლებიც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების მხრიდან იყო გაჟღერებული, დემოკრატიის პრინციპების უხეშად დარღვევაა. არსებობს კანონით გათვალისწინებული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსამართლესთან კომუნიკაციის წესს. თუმცა თუ ეს ფაქტები მართლაც დადასტურდა, როგორც ჩანს, უნდა ვიფიქროთ და მსჯელობა მოგვიწევს კანონმდებლობის მეტად დახვეწაზე თუ შევსებაზე. ჩვენი, ყველას ვალია, დავიცვათ მართლმსაჯულება ყოველგვარი ირიბი თუ პირდაპირი ზეწოლისგან“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, 15 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. „მან მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ასევე, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელეს იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრებმა, სადაც აღნიშნეს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თამამი განცხადება გააკეთა და მომავალი ​ჩარევებისგან მთელი სასამართლო სისტემის დასაცავად გაბედული ნაბიჯები გადადგა. ამავე განცხადებაში იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრებმა აღნიშნეს: „აშშ-ის ელჩი, იუსტიციის საბჭოსთან კომუნიკაციის გარეშე, პერიოდულად სტუმრობს სასამართლოებს, რითაც ხდება სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის როლის აშკარა არაღიარება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა