Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მამუკა ხაზარაძე - პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს

ნახვები: 484 მამუკა ხაზარაძე - პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს

პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ავრცელებს,

„მმართველი პარტიის მოლაპარაკე თავების მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებაა.

ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელს, შესანიშნავ ელჩს და საქართველოს გულითად მეგობარს. ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს, მისი დიდი შრომა გაღრმავებულიყო კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. „მიშელის დოკუმენტი“, 8 მარტის შეთანხმება, მილიონობით ევრო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად – ელჩი ჰარცელის პოზიტიური წვლილი, საქართველოს უახლეს პოლიტიკურ/ეკონომიკურ პროცესებში, შეუფასებელია.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ თავხედური გამოხტომები ვერ შეცვლის ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ევროპის პოლიტიკას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში“,- აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა