ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

„ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა“ - მიხეილ სააკაშვილის პასუხი მეუფე იაკობს

06.02.2021 | 13:23 ნახვები: 164

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე იაკობის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს, იარაღსაც აიღებს ხელში".

„ემანდ, ფრთხილად ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, "მეუფე". იმედია, ყველა პატრიოტი სასულიერო პირი გაემიჯნება ამ უპრეცედენტოდ სამარცხვინო განცხადებას!

მე როგორც საქართველოს ეკლესიის რიგითი შვილი შეურაცხყოფილი ვარ ყველა სხვა მორწმუნე ნაციონალთან და ზოგადად, ყველა ნორმალურ ადამიანთან ერთად და ველი დედა-ეკლესიისგან დაუყოვნებლივ და არა ორაზროვან რეაგირებას," - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ: ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა გუშინ, 1-ელ ივნისს, ქადაგების დასრულების მერე განაცხადა:

„დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი მაინც ხომ გინდ არ მოწონდეს მმართველი პარტია, ნაციონალების დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს რა, მისი განწყობა... იარაღსაც აიღებენ ხელში, ის რომ დაიწყონ იქიდან მობრუნება კანონით".

მეუფე იაკობი, რომელიც აქტიურად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, არც იმას გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში თავადაც ჩაერთოს.

ჯერჯერობით მეუფე იაკობისათვის განცხადებებს ეკლესიიდან არავინ გამოხმაურებია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა