თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს

ნახვები: 561 ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს

ნაცვლად იმისა, რომ ევროპარლამენტარები ახლა ლაპარაკობდნენ საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე, როგორ ასრულებს საქართველო ცხრა პუნქტს, რათა მალე გაიხსნას მოლაპარაკებები და საქართველო მალე გახდეს ევროკავშირის წევრი, მათ უწევთ იმ უზარმაზარ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოშობს ქართველი ხალხისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, რეზოლუციის მიღებისას ევროპარლამენტარები ყველაზე მეტად ამაზე წუხდნენ.

„სტრასბურგში და ბრიუსელშიც საქართველოს ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. როცა ამ რეზოლუციას იღებდნენ, ევროპარლამენტარები ყველაზე მეტად იმაზე წუხდნენ, რომ იმის ნაცვლად, რომ ისინი ახლა ლაპარაკობდნენ საქართველოს წარმატებაზე, წარმატებულ რეფორმებზე, როგორ ასრულებს საქართველო ცხრა პუნქტს, რათა მალე გაიხსნას მოლაპარაკებები და საქართველო მალე გახდეს წევრი ევროკავშირის, მათ უწევთ იმ უზარმაზარ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ წარმოშობს ქართველი ხალხისთვის. ნამდვილად წერია ასეთი რამ რეზოლუციაში, რომ ვერ გაიხსნება საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის მხრიდან, სანამ ეს „რუსული კანონი“ არ იქნება გაწვეული. ეს არის უზარმაზარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, რაც წერია არის ის, რომ გადაიხედება დაფინანსების საკითხი და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ უზარმაზარი კორუფციის პირობებში, როცა ათეულობით მილიონებს იპარავენ კობახიძე, ღარიბაშვილი, მდინარაძე და სხვები, ამ პირობებშიც კი, ეს ფული საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. ასეთი მნიშვნელოვანი დაფინანსების დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დიდი საფრთხეა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთან, ევროპულ ღირებულებებთან და კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ, ევროპარლამენტმა გააკეთა ეს მოწოდება, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ეს არის სრულიად ახალი რამ. რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის იმ 83 ადამიანის უმსგავსო ქმედება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რასაც ისინი პარლამენტში ღილაკზე თითის მიჭერით აკეთებენ. მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო, მიტაცებული აქვს პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები. თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს ევროპარლამენტი იღებს სარეკომენდაციო რეზოლუციას. გადაწყვეტილება არის ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოზე. ევროპული საბჭო არის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების საბჭო. ამ დონეზე ძალიან საფრთხილოა, რომ არ დაზიანდეს ქართველი ხალხი, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადაიდგმება“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა