კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი

ნახვები: 572 რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში აფასებს.

იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტმა, რეზოლუციით მოითხოვა „სააკაშვილის გათავისუფლება, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, “გამჭვირვალობის კანონპროექტის” და ოჯახური ღირებულებების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა. დეპუტატის შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია".

„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება - ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა:

სააკაშვილის გათავისუფლება;

ივანიშვილის დასანქცირება;

გამჭვირვალობის კანონის გაწვევა;

ოჯახური ღირებულებების საკონსტიტუციო ცვლილებების გაწვევა.

ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…

ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!

ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!” - წერს რატი იონათამიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა