თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან

ნახვები: 642 ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან. რეზოლუციაში ასევე მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს იძულებულს ხდის, რომ უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.

„უკიდურესად მძიმე რეზოლუცია ჩვენი ქვეყნისთვის. განცხადებების შემდეგ უკვე ოფიციალურად 480 - დან 425 ევროპარლამენტარის გადაწყვეტილებით რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს. უკიდურესად მძიმე და სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან.

ეს ნიშნავს ეკონომიკურ ბლოკადას, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების შეცვლას - ევროპული კურსიდან გადახვევა, უკიდურეს გაჭირვებას და უმძიმეს რეალობას საქართველოსთვის. რეზოლუციაში მოთხოვნილია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უზრუნველყოფა მინიმალურად ობიექტური საარჩევნო გარემოსი, სადაც ხალხი გადაწყვეტს მისი ქვეყნის ბედს და არა ივანიშვილი.

ჩემო ძვირფასებო დამთავრდა დრო სახლში ჯდომის, პულტებით ტელევიზორთან სხდომა და აბსოლუტურად ყველა საქმე კარგავს აზრს. საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და აბსოლუტირად ყველა ჩავერთოთ რუსული კანონის, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძალა ერთობაშია, ძალა ხალხშია, ძალა ევროპაშია!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა