კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ნახვები: 448 უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ, თურქეთმა და გაერო-მ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამმხრივ ხელშეკრულებას დღეს, 22 ივლისს ხელი მოაწერეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

უკრაინული მედია წერს, რომ ასეთსავე დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ თურქეთის, გაერო-სა და რუსეთის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა და რუსეთი საერთო დოკუმენტით არ იღებენ ვალდებულებებს. ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტების კონტროლი, რომლის მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება, დოკუმენტის მიხედვით, უკრაინულ მხარეს რჩება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ პირდაპირი შეთანხმება არ იქნება. მარცვლეულის შეთანხმება განბლოკავს უკრაინის პორტებში ჩარჩენილ 80 სატვირთო გემს 25 მილიონი ტონა მარცვლეულით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა