კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით

ნახვები: 429 ალექსანდრე რაქვიაშვილი - ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით

ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოიყურებიან, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეუძლიათ.

„ოპოზიციური პარტიები კანონების წერაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდნენ, ოღონდ, ეს იგივე ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ და მათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობენ. გამოვიდა, რომ გიორგი ვაშაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. არ მგონია, ამას რაიმე შინაარსი ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეგვიძლია. არ მესმის, გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასე მოქცევის სურვილი რატომ აქვთ. ვინაიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა, იმედია, სწორ პოზიციას დაიკავებენ და ევროპელების თვალში ადეკვატურები გამოვჩნდებით. ევროპელები პირდაპირ, არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ ერთად ვიმუშაოთ“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა