კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლავროვი: „ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება“

ნახვები: 370 ლავროვი: „ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში, თინა კანდელაკთან ინტერვიუში თქვა, რომ შერცხვენილნი დარჩებიან ის პროვოკატორები რომლებიც ცდილობენ, საქართველოს არ მისცენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების რელსებზე დაბრუნების შესაძლებლობა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება, აეწყობა. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით ისინი პატარა პარტიების სახით არიან მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე, ჩვენი ხალხების ურთიერთლტოლვა გაიმარჯვებს. ის პროვოკატორები კი, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ნორმალურ გზაზე დაბრუნებას, შერცხვენილნი იქნებიან", - განაცხადა ლავროვმა.

„ქართველი ხალხი ბრძენი ხალხია. მათ ცხოვრება უყვართ, შეიძლება იმავენაირად და იგივე გამოვლენებით, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხებს. [მჯერა, რომ] გადავლახავთ ამჟამინდელ ანომალიურ სიტუაციას და ჩვენს სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ნორმალურ ურთიერთობებს აღვადგენთ", - ამბობს ლავროვი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა