Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა არხებითა და სხვადასხვა დროს

ნახვები: 667 არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა არხებითა და სხვადასხვა დროს

ბიძინა ივანიშვილი როცა პოლიტიკაში იყო, პრიორიტეტულ საკითხად სვამდა ამერიკასთან და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის წერილში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია.

„ბიძინა ივანიშვილი მის მიმართ დასმულ კითხვას პასუხს პირდაპირ სცემს. ასევე საუბრობს რეგიონის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევებსა და ომის საფრთხეზეც, რომლის წინაშეც უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოც აღმოჩნდა. როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო, პრიორიტეტულ საკითხად სვამდა – ამერიკასთან და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებს. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნას მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, ვინ ითხოვდა ომსო, ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს, ვიდრე კითხვას. ვინ ითხოვდა? – ეს იყო მათ მიერ მართული ტელევიზიები, მათი მოლაპარაკე თავები და მათი პოლიტიკური, პირდაპირი პარტნიორები უკრაინაში. უკრაინაში განცხადება იყო გაკეთებული იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველო ომში ჩაერთვებოდა, მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. მათი სატელიტები პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველოს სჭირდებოდა ბომბები და ომი. ეს ყველაფერი არის ხელის გულზე და საზოგადოებამ კარგად იცის, რომ საქართველოში ომის მომხრეა ომის პარტია. საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მიმართ აგრესიის რისკებმა და ომის საფრთხემ მოიმატა. უკვე ცნობილია ისიც, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა არხებით და სხვადასხვა დროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა