მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ ხელს, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ-პაატა მანჯგალაძე

ნახვები: 497 ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ ხელს, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ-პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას არ ვაპირებთ, რადგან ეს არ არის სწორი საქციელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ 12 პუნქტის შესრულებაზე ალტერნატიული პროცესის შექმნა სწორი არ არის.

„ვინც ამას აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადასატანად. სწორედ ის არის „ქოცობა“, რომ სხვას აბრალებ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის დაბრკოლებას „ქართული ოცნების“ გარდა. ხელს ოპოზიციონერი კოლეგის მისამართით რომ იშვერ, ეს არის „ქოცობა“ და ყველას ვურჩევ, რომ მთავარ საკითხზე კონცენტრირდნენ. ახლა არ არის კამათის დრო, ტალახის სროლის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა