კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჭაბუა ამირეჯიბის მემორიალური დაფა გაიხსნა და წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

ნახვები: 528 კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ჭაბუა ამირეჯიბის მემორიალური დაფა გაიხსნა და წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, სახლზე, სადაც მწერალმა „დათა თუთაშხია“ შექმნა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სამინისტროს ხელშეწყობით დამზადებული მემორიალური დაფა, ჭაბუა ამირეჯიბის პროფილის ბარელიეფითა და შესაბამისი ტექსტით გაწყობილი, ამიერიდან, ალ. ყაზბეგის 35-ბ-ში მდებარე შენობის ფასადს დაამშვენებს. სწორედ აქ ცხოვრობდა მაშინ, როცა „დათა თუთაშხიას“ წერდა. მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე  და ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

იუბილესთან დაკავშირებით, ასევე კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, მომზადდა და გამოიცა ორენოვანი წიგნი-ალბომი „ჭაბუა ამირეჯიბი – 100″. გამოცემის წარდგინება გაიმართა მწერალთა სახლში, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მინისტრმა სიტყვით მიმართა და მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წიგნ-ალბომში შესულია მწერლის საოჯახო არქივში დაცული მასალები, ფოტოსურათები, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული „დათა თუთაშხიას“ ამსახველი ფოტოები და განმარტებითი ტექსტები. ასევე, მწერლის ხელნაწერთა ფრაგმენტები, წერილები გადასახლებიდან და სხვადასხვა საილუსტრაციო მასალა.ჭაბუა ამირეჯიბის ბიოგრაფია უნიკალური და მრავალფეროვანია. ის გახლდათ მწერალი, პარლამენტარი, რამდენიმე კინოორგანიზაციის, ასევე, ფონდის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

მწერალი 2010 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. თუმცა, ჭაბუა ამირეჯიბის სახელი, უპირველესად, „დათა თუთაშხიას“ უკავშირდება – ეპოქალურ რომანს, რომელმაც ის ქართული ლიტერატურის კლასიკოსად და მთაწმინდის ბინადრად აქცია. ჭაბუა ამირეჯიბს მიღებული ჰქონდა  არაერთი ლიტერატურული პრემია, დაჯილდოებული იყო  ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა