ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს

ნახვები: 551 ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას აცხადებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის მიზეზად, რუსეთის მხრიდან გახშირებული იერიშების გარდა, ზამთრის სეზონის მოახლოება დასახელდა, რადგან მოქალაქეები გათბობის გარეშე დარჩებიან.

ირინა ვერეშჩუკის თქმით, დონეცკის ოლქში მთლიანად არის განადგურებული გაზსადენები, რის გამოც ვერც ერთი ქალაქისა და დასახლების გათბობა ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, დონეცკის ოლქში ამ დრომდე რჩება 200-220 ათასი ადამიანი. მათ შორის არიან ბავშვებიც.

ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ საუბარია არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო ევაკუაციაზე. უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ასეთი ზომის გატარებას უკრაინის კანონმდებლობა ითვალისწინებს. მისივე განმარტებით, უკრაინის მოქალაქე თუ უარს იტყვის ევაკუაციაზე, მაშინ მან შესაბამის განცხადებას უნდა მოაწეროს ხელი.

უკრაინის ხელისუფლებამ უკვე შექმნა საევაკუაციო შტაბი, რომელშიც შევლენ უკრაინის იმ რაიონების ხელმძღვანელები, სადაც დონეცკის ოლქიდან ევაკუირებული მოქალაქეების დროებით გადაყვანა იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა