ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

ანრი ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ ვინმეს ეშინოდეს, რა გვჭირს თქვენგან გასაქცევი? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში

06.09.2021 | 14:14 ნახვები: 244

რა მორალური უფლებით საუბრობთ ამნისტია გინდათ თუ არ გინდათ, ამას თქვენ კი არ გეკითხებათ ვინმე, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო არასდროს არ იტრიალებს, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" სიტყვებს ფასი არ აქვს და „ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების გზას არ აწერენ ხელს".

,,როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის" ვინმეს ეშინოდეს, მითუმეტეს, „ქართულ ოცნებას"? რა გვჭირს თქვენგან გასაქცევი, ხალხმა გადაწყვიტოს თუ ვინმეს ვინმესი ეშინია და ვინ რა პოზიციებს აფიქსირებს. თქვენ სიტყვებს ფასი არ აქვს, ამბობდით, რომ ფორმალურ თავმჯდომარეს ვერ დაიჭირენო - ხომ დააკავეს სამართლებრივად, ყველა პროცედურების დაცვით? არ მივიღებთ გირაოსო, ამასაც ამბობდით, მაგრამ მიიღეთ, მიგაღებინეს იმიტომ, რომ არ მოგცეს საშუალება დესტრუქციის. გაყალბდა არჩევნებიო - ამბობდით და დღეს აქ ხართ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გაყალბებულ პარლამენტში. ვინც მივა პუფი იქნებაო, ამით თქვენივე ფორმალურმა თავმჯდომარემ მოგაყენათ შეურაცხყოფა. რა მორალური უფლებით საუბრობთ ამნისტია გინდათ თუ არ გინდათ, ამას თქვენ კი არ გეკითხებათ ვინმე, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" გარშემო არასდროს არ იტრიალებს. ჩვენ ვართ ერთგული ევროპული შეთანხმების, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით მიღებული დოკუმენტის და ჩვენ ამის ერთგული ვრჩებით. ეს დოკუმენტი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა შემდგომი განვითარებისთვის, რასაც ეს ადამიანები არ აწერენ ხელს. ვის ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს ჯგუფი, რომელიც ევროპულ ინტერესებს არ ირჩევს მარტივი გამოსაცნობია. ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ ამ ადამიანზე, თუ გგონიათ ნიკა მელიას გარშემო იტრიალებს ვინმე", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა