Russia launches 120 strikes on Sumy region in past 24 hours, killing four
War update: 188 combat engagements on frontline over past day
Ukraine’s air defenses down 34 out of 54 Russian drones overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,070 over past day
Ukrainian border guards destroy Russia’s surveillance system, fuel depot with FPV drones
Pentagon to send additional defensive weapons to Ukraine at President Trump’s direction
U.S. to send more defensive weapons to Ukraine – Trump
Pistorius to visit US to discuss support for Ukraine

ადვოკატი - ყველა პოლიციელს ნიკა მელიას აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერც ერთმა მათგანმა ვერ ახსნა, რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე

10.06.2021 ნახვები: 375

ყველა პოლიციელს ნიკა მელიას აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერაფრით ახსნა ვერც ერთმა მათგანმა, რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, პოლიციელები იმას იმეორებენ, რაც ფურცელზე უწერიათ.

„ფაქტობრივად, უკვე იკითხება ბრალდების სტრატეგია, მოჰყავთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, თითოეული მათგანი ყვება წინასწარ დაზეპირებულ ისტორიას, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ახალგაზრდებს პარლამენტში შეჭრისკენ და როგორ ახდენდა მეორე "ვარდების რევოლუციას". როდესაც ჯვარედინი დაკითხვის პირობებში მოწმეს კითხვას ვუსვამ, სხვა პოლიტიკოსი თუ გახსოვთ აღნიშნული აქციიდან, ან პარლამენტის სხვა წევრი თუ გახსოვთ, ვინ რას აკეთებდა-მეთქი, არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას მოქმედებები დეტალურად აღწერა. კიდევ ერთი ღიმილისმომგვრელი ფაქტი - მას ნიკა ნელია თეთრი პერანგით და ვარცხნილობით დაამახსოვრდა. ამასთან, ყველა პოლიციელს მისი აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერაფრით ახსნა ვერც ერთმა მათგანმა, რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე, როდესაც აქციას უამრავი პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი ესწრებოდა და არც ერთი მათგანის სიტყვით გამოსვლა, ან აქტიური მოქმედება არ ახსოვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ჩვენებები არის შედგენილი პროკურატურაში და ეს პოლიციელები იმეორებენ ერთმნიშვნელოვნად იმას, რაც უწერიათ ფურცელზე. თუმცა, რამდენიმე მომენტში წინააღმდეგობაშიც მოვიდნენ.

ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა ყველა ჩვენთაგანმა ვიხილეთ იქ, არსად საუბარი არ იყო ძალადობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე. რაც შეეხება, პოლიციელების მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ძნელად დასაჯერებელია იმ ხმაურში და აურზაურში როგორ შეიძლება პოლიციელმა გაიგოს თუნდაც, მათი განმარტებით, შიდა წრისთვის გაკეთებული განცხადებები, მაშინ როცა არც ერთი სხვა პოლიტიკოსი ან პარლამენტის წევრი არ ახსოვთ და არ იციან ვინ, რას აკეთებდა",- განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, პოლიციელები წინასწარ დაწერილ ისტორიას მიყვებიან, ოქმები პროკურატურაშია შედგენილი და მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა