ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მარტო გაიყვანოს სამშვიდობოს-გიორგი გახარია

ნახვები: 577 დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მარტო გაიყვანოს სამშვიდობოს-გიორგი გახარია

შინდისში ტრადიციულად პატივს მივაგებთ გმირებს, მაგრამ დღევანდელი დღე იმით არის განსხვავებული, რომ დღეს ერთმნიშვნელოვნად პატივის მიგება საკმარისი არ არის, თითოეულ ჩვენგანს თავისი პასუხიმგებლობა უნდა ესმოდეს და თავისი მოვალეობა, რომ დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ქვეყანას ახლა ერთიანობა სჭირდება.

„ეს ყველაფერი გავაკეთოთ გონივრულად, ისე, რომ ქვეყანას ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ, ჩვენ სამშობლოს აღარ დასჭირდეს სიცოცხლეების შეწირვა თავისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. დღეს საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მარტო გაიყვანოს სამშვიდობოს. ერთიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. იმის მაგივრად, რომ ქართველები ვდაობდეთ ომი როდის დაიწყო და ეს ომი ვინ დაიწყო, ერთად უნდა ვზრუნდავდეთ და ვიცავდეთ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა ამ ბიჭების ხსოვნის წინაშე. რუსეთი არის ოკუპანტი, დღეს ქართველები დღესაც უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, მის ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ აგვისტოს პირველ დღეზე, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. ამიტომ, კითხვები, ვინ დაიწყო ომი ან როდის დაიწყო, არის აბსოლუტურად არააქტუალური დღეს. დღეს ქვეყანას ისეთი გამოწვევები აქვს, ჩვენ ისეთი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა