ჯეიმს მაკკლირი - ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე
საია - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები „ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს
ქვეითად მოსიარულე პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და კანონით დადგენილი ჯარიმები იზრდება
დავით დონდუა საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციაზე - წლების განმავლობაში დაგროვებული ინსტიტუციური მეხსიერება წყალში გადაიყარა
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ბაქოში „სპუტნიკი-აზერბაიჯანის“ ოფისის 7 თანამშრომელი დააკავეს
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
მარკ კულსი - მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის დევნა

მიხეილ კალანდიას ციხეში დღეს დაკითხავენ

11.06.2021 ნახვები: 317

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას 11 ივნისს ციხეში დაკითხავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მიხეილ კალანდიასთან გამომძიებლები მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დასაკითხად 12:00 საათზე მივლენ.

როგორც მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა აცხადებს, კალანდია ჩვენების მიცემას არ აპირებს.

ადვოკატი არ გამორიცხავს, აღნიშნული ფაქტი კალანდიაზე ზეწოლას ემსახურებოდეს და სტრასბურგიდან სარჩელის გატანის სანაცვლოდ მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზონ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაჩიო საჩივარი საერთოდ დაუშვებლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა