მიხეილ ყაველაშვილი - ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე
რუსთავში მანქანა აფთიაქში შევარდა
ზელენსკი ტრამპს ესაუბრა
წარმატება გზაშია - მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
Frontline update: 148 clashes in past day, nearly third in Pokrovsk sector
Sybiha on Russian massive attack after Putin spoke with Trump: Kremlin does it on purpose

ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს - გაოგნებული ვარ, ერთხელ არ გიხსენებიათ პანდემიის პირობებში „ქამრების შემოჭერა

11.06.2021 ნახვები: 249

სიმართლე გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, ერთხელ არ ახსენეთ ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ. ერთხელ არ გიხსენებიათ „ქამრების შემოჭერა", - ასე მიმართა „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ფინანსთა მინისტრს, რომელსაც „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.

ალეკო ელისაშვილმა ლაშა ხუციშვილს მოუწოდა, დაესახელებინა კონკრეტული ციფრები და თანხა, რაც მოსახლეობის საჭიროებას მოხმარდა.

„აქამდე ამბობდით მაინც, თქვენი წინამორბედები ამბობდნენ ხოლმე „ქამრებს შემოვიჭერთო". წესით, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც უნდა შემოუჭიროს მთავრობას „ქამარი". გვითხარით ციფრები, თანხა, რას მოაკელით, სად მოუჭირეთ ეს „ქამარი" და როგორ გადაანაწილეთ გაჭირვებულ ადამიანებზე დაზოგილი თანხა", - განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე გარემოვაჭრეების პრობლემებზეც ისაუბრა.

„ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი არიან გარემოვაჭრეები, რომლებიც ლუკმა-პურისთვის მთელი დღის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, ტალახში დგანან და სხვადასხვა პროდუქტით ვაჭრობენ. ხან ჩამოუქროლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, დააწიოკებს ამ ხალხს, აყრის, გაყრის, არ შეიძლება, რომ რაღაც ადამიანური წესები მოვიფიქროთ ამ ხალხისთვის, საგადასახადო რეჟიმი თუ რაღაც სხვა, რომ ადამიანებად გრძნობდნენ თავს და სულ მორიგი თავდასხმის შიში და მოლოდინი არ ჰქონდეთ?!",-მიმართა ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

ამასთან, ის ვეტერანების დახმარების საკითხაც შეეხო. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, სირცხვილია, როცა მათი თავგანწირვა მხოლოდ 22 ლარი ღირს.

„სირცხვილია, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა ღირს 22 ლარი. ზუსტად ამდენ თანხას იღებენ ვეტერანები თვიდან თვემდე. 37 მილიონი ლარია საჭირო იმისთვის,რომ სულ მცირე 100 ლარამდე გაიზარდოს ეს დახმარება, არც 100 ლარი არის ღირსეული თანხა, ესეც სამარხცვინოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაცაა, რომ ამ ადამიანებმა იფიქრონ, ტყუილად არ დასახიჩრებულან, ტყუილად არ შეუშვერიათ მოწინააღმდეგისთვის შუბლი. იქნებ მოიძიოთ ეს თანხა, მითუმეტეს, თუ ბიუჯეტის კორექტირებას აპირებთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა