კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისის მერია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აუზს და ფიტნეს დარბაზებს დაუფინანსებს

ნახვები: 507 თბილისის მერია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს აუზს და ფიტნეს დარბაზებს დაუფინანსებს

თბილისის მერია 60 წელს გადაცილებულ 300 ადამიანს აუზზე ცურვას და ფიტნეს დარბაზებს დაუფინანსებს.

პროექტი ბიუჯეტის ქვეპროგრამის "სპორტი უფროსი თაობისთვის" ფარგლებში ხორციელდება. 

თბილისის საკრებულოს დადგენილების თანახმად, ​მოსარგებლეებს დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

მათ თითო ვიზიტში 4 ლარის გადახდა მოუწევთ. 

მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში. 

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე. ისინი თბილისის ტერიტორიაზე უნდა იყვნენ დარეგისტრირებულები. 

მოსარგებლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ 5 გაცდენა. ამის შემდეგ მათ პროგრამიდან ამოიღებენ და ისინი მომლოდინე ადამიანებით ჩანაცვლდებიან. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა