თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი გახარია - ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ

ნახვები: 508 გიორგი გახარია - ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ

ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, -ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო ის, რაც ვერ გაკეთდა, სურს ახლა უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელოს.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი", რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად. ეს არის ის, რატომაც ჩვენ აქ ვდგავართ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გაკეთე, მე რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ ელემენტარული მიზეზის გამო, ის, რაც ვერ გავაკეთეთ, (ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთეთ) არის ის ძირითადი მოტივაცია და ძირითადი პასუხისმგბლობა, რომ ბევრად უკეთესად, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი",-განაცხადა გახარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა