კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

ნახვები: 251 დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრობის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს წერს.

დენის შმიგალი ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინაში იწვევს.

„ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ დონეს, ასევე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების ნებას ჭეშმარიტად მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი პირადი წვლილისთვის უკრაინა-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებაში. ნება მომეცით, მოგიწვიოთ უკრაინაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს,"- აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის წერილში.

დენის შმიგალის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა