კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც იარაღის საწარმოში შეღწევას ცდილობდნენ

ნახვები: 793 ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც იარაღის საწარმოში შეღწევას ცდილობდნენ

ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დააკავეს რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც იარაღის საწარმოში შეღწევას ცდილობდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

„სამი მოქალაქე, რუსული და უკრაინული პასპორტებით საწარმოში შეღწევას ცდილობდა. საწარმოს დაცვის თანამშრომლებმა მყისიერად იმოქმედეს, თუმცა მათი ძალისხმევის დროს, შეეჩერებინათ უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, დაშავდა ჩვენი ორი ჯარისკაცი”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ალბანეთის პრემიერის თქმით, დაკავებულებს ბრალი ედებათ შპიონაჟში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მოქალაქე, 24 წლის მ.ზ. საწარმოს ტერიტორიაზე შევიდა და სურათებს იღებდა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულმა პიროვნებამ საწარმოს დაცვის თანამშრომლების წინაღმდეგ ერთგვარი სპრეი გამოიყენა. რუსეთის მეორე მოქალაქე ს.ტ. 33 წლის ქალია, ხოლო უკრაინის მოქალაქე დ.ა. 24 წლისაა.

როგორც „როიტერი“ წერს, ალბანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე საწარმო „გრამში“ საბჭოთა დროს „კალაშნიკოვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის საწარმოებლად გამოიყენებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა