ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

რომან გოცირიძე - არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით

ნახვები: 410 რომან გოცირიძე - არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით

არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით - გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისის დანაშაულს ეს ხელისუფლება არ გამოიძიებს.

„ერთ ბედქვეშ არის გახარია და ივანიშვილი, გახარია ამხელს ივანიშვილს?- ამხელს საკუთარ დანაშაულსაც, ივანიშვილი ამხელს გახარიას? - მაშინ ეს იქით მიუბრუნდება, რადგან მის დავალებებს ასრულებდა. არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ გახარიას აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით, როგორიც არის ანაკლიის დახურვა, არჩევნებში ჩარევა, 20 ივნისის საქმე, შეუძლებელია ამ ხელისუფლების პირობებში იყოს გამოძიებული, მას სჭირდება ობიექტური სასამართლო ან დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც შესაძლებელი იქნება ეს პროცესები იყოს გამოძიებული. გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ, ეშინია „ოცნებას" რომ ერთი-ორი პროცენტი არ წაღლიტოს გახარიამ, მართლა გახარიას კი არ ერჩიან საკუთარ ტყავზე ზრუნავენ, რომ გახარიამ ხმები არ წაართვას, ერთი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესია, საბოლოოდ, ივანიშვილს იმის იმედი ექნება, რომ გახარიასთან როგორც ყოფილ ვეზირთან მოაგვარებს ურთიერთობას,"- განაცხადა გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა