სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო

ნახვები: 742 თურქეთის ფინანსთა მინისტრი - თურქი ბიზნესმენები არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს მიმართა, რომ ისინი არ უნდა დაფრთხნენ ამერიკაში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, რადგან თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ამის შესახებ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა​, ნურედინ ნებათმა მიკრობლოგ „თვითერზე“ დაწერა.

„აზრს მოკლებულია, რომ თურქეთის ბიზნესორგანიზაციებისთვის გაგზავნილმა წერილმა შეშფოთება გამოიწვიოს ბიზნეს წრეებში. თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა მსოფლიოში. ჩვენმა ბიზნეს სამყარომ ყოველთვის უნდა იგრძნოს სახელმწიფოს ძალა“, – წერს ფინანსთა მინისტრი.

ნებათის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, განავითაროს კომერციული ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით კი ტურიზმში, ისეთ ჩარჩოებში, რომელიც სანქციების საგანი არ არის.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადიემოსმა მიმართა თურქეთის ბიზნესასოციაციებს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ თურქულ კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულ სიაში მყოფ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, სანქციები დაემუქრებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა