თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

იაგო ხვიჩია - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩვენ უფრო მკაცრად, მკაფიოდაც გვითქვამს, მაგრამ ვინაიდან კანონპროექტზე ვენეციის კომისია საუბრობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა

ნახვები: 604 იაგო ხვიჩია - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩვენ უფრო მკაცრად, მკაფიოდაც გვითქვამს, მაგრამ ვინაიდან კანონპროექტზე ვენეციის კომისია საუბრობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა

მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩვენ უფრო მკაცრად, მკაფიოდაც გვითქვამს, მაგრამ ვინაიდან კანონპროექტზე ვენეციის კომისია საუბრობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა ისაუბროს.

„ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად მაინცდამაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას. იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი გვაქვს ნალაპარაკები უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ამ კანონპროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, ახლა გახდა სალაპარაკო თემა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე. „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და ამიტომ არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა