კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რატი ბრეგაძე - პენიტენციური დაწესებულებებისთვის ვყიდულობთ კამერებს, სპეციალურ მოწყობილობებს, რათა გადავიდეთ უახლეს სისტემებზე და ხარვეზი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

ნახვები: 543 რატი ბრეგაძე - პენიტენციური დაწესებულებებისთვის ვყიდულობთ კამერებს, სპეციალურ მოწყობილობებს, რათა გადავიდეთ უახლეს სისტემებზე და ხარვეზი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი

პენიტენციური დაწესებულებებისთვის ვყიდულობთ კამერებს და სპეციალურ მოწყობილობებს, რათა გადავიდეთ უახლეს და თანამედროვე სისტემებზე, რომ ხარვეზი მინიმუმამდე იყოს ​დაყვანილი​, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ​პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეოკამერების მუშაობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის საქმეზე. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა კამერებს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზი“.

„რაც შეეხება კამერებს, ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, ვუპასუხეთ როგორც სახალხო დამცველს, ასევე საგამოძიებო ორგანოსაც, რომ დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზი და ინფორმაცია მივაწოდეთ შესაბამის უწყებებს. რა და როგორ მოხდა, ამის შესახებ, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მოძიებით, ჩაატარებს შესაბამის მოქმედებებს და აუცილებლად გაირკვევა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვას იმის შესახებ, მიიღეს თუ არა შესაბამისი ზომები კამერებთან დაკავშირებით, მუშაობს თუ არა ისინი, რაზეც ბრეგაძემ განაცხადა, რომ კამერები მწყობრშია.

„როდესაც ჩვენ და შესაბამისმა თანამშრომლებმა დაიწყეს იმ მოთხოვნაზე მუშაობა, რომელიც იყო როგორც სახალხო დამცველის, ასევე საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, აღმოჩნდა, რომ იქ იყო გარკვეული ხარვეზი. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ხარვეზები და ინფორმაცია მათ მივაწოდეთ. მიზეზი შეიძლება, ძალიან ბევრი იყოს. ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით იმაზეც იყო საუბარი, თუ არ ვცდები „მთავარზე“, რაღაც სენსაციად იყო გასაღებული, რომ ვყიდულობთ კამერებს და სპეციალურ მოწყობილობებს და სწორედ ამ მიზნით ხდება განახლება მათ შორის, რომ გადავიდეთ უახლეს და თანამედროვე სისტემებზე, სადაც ხარვეზი იქნება მინიმალიზირებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა