კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ აზარაშვილი - თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესებით, ერთხელ და სამუდამოდ, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება

ნახვები: 550 ზურაბ აზარაშვილი - თურქული ბაზრის გახსნით და მედიკამენტებზე ზღვრული ფასის დაწესებით, ერთხელ და სამუდამოდ, წამლის ფასის პრობლემა მოგვარდება

ჩვენ პერიოდულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, თუ რა დანაზოგი ჰქონდა ჩვენ მოსახლეობას, დღეისთვის ათობით მილიონი ლარია დაზოგილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს ჩვენი მოსახლეობა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ეს მხოლოდ თურქული მედიკამენტების შემთხვევაში. დამატებით, რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ, ასევე ველოდებით მნიშვნელოვან გაიაფებას“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თითქმის ყველა ევროპულ და ასევე რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში, სადაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები უკვე დანერგილია, მედიკამენტების ღირებულება 40-დან 70 პროცენტამდე შემცირდა.

„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც თურქული ბაზრის გახსნით, ასევე რეფერენტული ფასების დადგენით, ერთხელ და სამუდამოდ, გრძელვადიანად ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მიზნით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, სამინისტროსთან ერთად საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

„ექსპერტები გასული, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ. მათი რეკომენდაციებით ხდება რეფერენტული ქვეყნების შერჩევა. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია. ამ ქვეყნებში მედიკამენტების ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების, სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების, ასევე რითეილის მარჟის გათვალისწინებით, დაწესდება ის მაქსიმუმი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებაზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება, რომ საცალო ქსელში ჰქონდეს მედიკამენტს.

ჩვენ ამას ძალიან ოპერატიულად მიყვებით, როგორც დაგეგმილი გვქონდა და უკვე მომდევნო წლის იანვრიდან ქრონიკული მედიკამენტების და ონკოლოგიური პრეპარატებისთვის გვექნება რეფერენტული ფასები, რაც პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში გაეშვება. შემდეგ ეტაპზე, უკვე მთლიან მოხდება რეფერენტული ფასების დაწესება და ნებისმიერ მედიკამენტს შეეხება, მოლეკულების დონეზე“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა