სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს

ნახვები: 483 უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის ყოფილი ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს ტოვებს. იგორ დოლგოვის მიმართვა საქართველოში უკრაინის საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„პატივცემულო თანამემამულენო, პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო, ძვირფასო მეგობრებო!

დღეს თბილისიდან ვარშავაში მივფრინავ, შემდეგ კი კიევში. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში 2017 წელს ჩამოვედით. ახლა მეჩვენება, რომ ეს სხვა ცხოვრებაში იყო. ჩვენ ერთად ავიყვანეთ უკრაინულ-ქართული ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე, ერთად გამოვიარეთ პანდემიის მძიმე წლები, ვცდილობდით არ დაგვეკარგა დინამიკა როგორც ვაჭრობაში, ასევე კონტაქტებში.

ომმა ყველაფერი შეცვალა. მიმდინარე წლის 24 თებერვლის შემდეგ, ჩვენ ყველა შევიცვალეთ. ჩვენ მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან ვიგრძენით, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, იმისთვის, რომ საქართველომ და ქართველებმა თავიანთი კარი და თავიანთი გულები გაუხსნეს ომსა და ოკუპაციას გამოქცეულ უკრაინელებს.

უკრაინას მხარს უჭერს მსოფლიო, უკრაინა იღებს უპრეცედენტო დახმარებას, პუტინის რუსეთის ირგვლივ იზოლაციის წრე იკუმშება. ჩვენ ვიცით და ყოველთვის გვემახსოვრება, რომ დღეს ყველაფერი ჯარზე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზეა დამოკიდებული და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ უკრაინელ მცველებთან ერთად დგანან ქართველები და ისინი სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მარადიული ხსოვნა გმირებს!

მადლობა ყველას, ვისთანაც მქონდა საშუალება მემუშავა საქართველოში ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი მოძმე ერი ყველაფერს გააკეთებს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – აღნიშნულია დოლგოვის მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი პირველ მარტს გაიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადება 26 ივნისს გააკეთა. იგო დოლგოვი ამ დრომდე საქართველოში რჩებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა