გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ირაკლი ზარქუა - სალომე ზურაბიშვილი ხასიათის ადამიანია, დიპლომატების მიმართ მისი განცხადებები შეუფერებელი იყო, ახლა მისასალმებელია გონივრული ნაბიჯის გადადგმა

ნახვები: 672 ირაკლი ზარქუა - სალომე ზურაბიშვილი ხასიათის ადამიანია, დიპლომატების მიმართ მისი განცხადებები შეუფერებელი იყო, ახლა მისასალმებელია გონივრული ნაბიჯის გადადგმა

ქალბატონი სალომე ცოტა თავისებურია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც ინტერვიუში ბაქრაძეზე თქვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„პრეზიდენტმა ეტყობა გაანალიზა, გაითავისა და შემდეგ გააკეთა დასკვნა, გადაწყვეტილება მიეღო, რომ დაენიშნა ელჩები, მათ შორის გაერო-ში დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური. მგონია, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დარწმუნებული ვარ, ბატონი დავითი, ისევე როგორც დანარჩენი ელჩები, სასარგებლო საქმიანობით იქნებიან დაკავებული. ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როდესაც თქვა ინტერვიუში ბაქრაძეზე, შეუფერებელი იყო ის განცხადებები, რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონო დავითის მიმართ. მაინც გადაწყვიტა და ხელი მოაწერა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა. ის არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. მისასალმებელია სწორი, გონივრული ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა