ვიზალიბერალიზაციას ვერაფერი დაემუქრება - მამუკა მდინარაძე
თეონა აქუბარდია - ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ არის თვალსაჩინო გამოხატულება, რომ „ქართული ოცნება“ ღალატობს ქართველი ხალხის მისწრაფებას
ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი და მისი ხელისუფლება იძულებულს ხდის ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს უმძიმესი ნაბიჯები გადადგან
რატი იონათამიშვილი - ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, ყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობას აქვს, წყალში იყრება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ევროპარლამენტარებს უწევთ იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც „ქართული ოცნება“ ხალხისთვის წარმოშობს
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

მიშა მაგარია! - შეცდომაა... მიშა საჭიროა! - სწორია...

09.23.2020 | 05:24 ნახვები: 1922

ავტორი: გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურად გზაკვალარეულ და განნაცებულ, უფრო სწორად ქოცობაშეყრილ „მიშა მაგარიას" ავტორს, ინტიუცია რომ ჰქონოდა, ადვილად მიხვდებოდა - „მაგარია" პოლიტიკური კონტექსტით აბსურდია - არც კონკრეტულად ნიშნავს რამეს და არც ზოგადად. არც იმ პერიოდის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ელიტას და მხარდამჭერებს სურდათ დაფიქრება იმაზე, რომ „მაგარია" თვისებრივად არაფერს ნიშნავდა და ლამის პარტიის ჰიმნად აქციეს პოლიტიკურ ნარცისიზმში გადავრადნილებმა შინაარსობრივად მდარე მუსიკალური „შედევრი".
მიშას შემკობა ყველანარი ეპითეტით შეიძლება და მისი უამრავი უნარისა თუ თვისების გამომზეურებაც ადვილია - ის ძლიერია, ჭკვიანია, გონიერია, ცბიერია (დიდი პოლიტიკოსების გამორჩეული თვისებაა) და ა.შ. მაგრამ „მაგარია", მასთან მიმართებაში ძალიან ამორფული იყო და არის.
--
გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, - „თქვენ დაიღალეთ ჩემით!.." თქვა და წავიდა... თუმცა იქვე დადო პირობა, რომ დაბრუნდებოდა. მან ქართველ ხალხს მისგან დასვენების უფლება მისცა. მუდმივი დრაივით გადამწვარი ხალხი, მისი თანაგუნდელებიც კი ვერ ეწოდნენ (ცოდვა გამხელილი სჯობს და ზოგი ახლაც ვერ ეწევა), ვერც მის ტემპს და ვერც მის პოლიტიკურ ლოგიკას.
სპორტს და პოლიტიკას, გნებავთ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას ერთი მსგავსება აქვს - მას პერიოდულად სჭირდება გადატვირთვა. ყველგან არის შესვენების აუცილებლობა, ძალების მოსაკრებად. მაგრამ ყველგან არის ერთი უმნიშვნელოვანესი დათქმა - შესვენებას აქვს თავისი განსაზღული დრო, სხვა შემთხვევაში სხეული ცივდება, პროცესი კი მყაყდება.
---
საოცარი ფენომენია ქართული პოლიტკა. მისი ძირითადი თვისება პროცესების დიამტერალური სხვაობაა. გაგასხენოთ? იმ უდიდესი ენერგიის შეჩერება, რომელიც ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ახლდა, მხოლოდ ცეცხლითა და მახვილით იქნა შესაძლებელი და მას მდორე, თუმცა აქვე ვაღიაროთ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კომფორმისტული გარყვნის პოლიტიკური ეპოქა მოყვა. და ეს საშინელი პროცესი კვლავ პოლიტიკურმა ქარიშხალმა გააცოცხლა. თუმცა ქარიშხალი, რისი ქარიშხალია, თუ გარკვეულ დისკომფორტს არ შექმნის. ასე მოხდა მაშინაც და „ვარდის სურნელი" ეკლის ჩხვლეტის სიმწარემ დაჯაბნა საბოლოოდ. ხალხი დაიღალა - მიშა წავიდა! ახლაც ისევ მდორე პროცესის მონაწილეები ვართ. მდორე და უხალისო პროცესის, სადაც ადამიანი, მოქალაქე არ არის მთავარი აქტორი... რატომ შექმნა ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ"? აქ არ გავცემ ამაზე პასუხს, ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს...
--
პრემიერ გახარიას დავესესხები - „ნახეთ, უყურეთ, რა ხდება..." დასვენებას, შესვენებას ხომ თავისი რეგლამენტი აქვს. ბუნებაში ხომ ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება და სახელმწიფოში აშკარად დგას დრაივის დრო და მოთხოვნილება. ეს ესმის ყველას - ვინც ისვენებს იმათაც. თუმცა ისიც ჩანს, რომ დასვენებულთა გარკვეული ნაწილს თამაში, მოქმედება ეზარება... რადგან „თამაში" მაინც აუცილებელია, ისინი იმიტაციას მიმართავენ, გვარწმუნებენ, რომ... და ქართული პოლიტიკა დღეს დიდი ეროსის ფრთიანი ფრაზის სახისმეტყველებაა - „მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი..." რატომ? იმედია, კახა ბენდუქიძე გახსოვთ... მაშინ მისი ნათქვამიც უნდა გახსოვდეთ - ნეხვში თბილა... ჰო, ქართული პოლიტიკისთვისაც თბილა. უბრალოდ, ხშირად ავიწყდებათ პატივცემულ პოლიტიკოსებს, რომ მთავარი პრობლემაა ნეხვი და არა სითბო...
--
მე რომ ხელისუფლება ვიყო, უფრო სწორედ ხელისუფლების რომელიღაც გავლენიანი პირი, თუ საჯაროდ არა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი დღეში ასჯერ გადავუხდიდი მადლობას მესამე პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რომ იძულებული ვარ თუნდაც ერთ მოქალაქეს გავუწოდო დახმარების ხელი და თუნდაც ერთი სიკეთე გავაკეთო სახელმწიფოსთვის. თან თუ რომელიმე კომენტარის დროს მას კარგად მივცხებ, ვიცი უეჭველი დამიფასდება, იქ - ზემოთ, ხომ ყველაფერს ხედავს ჩემი არსთა გამრიგე.
მე რომ ოპოზიციის რომელიმე - კეთილსიდისიერი ლიდერი ვიყო, დღეში ასჯერ აღვავლენდი ლოცვას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რათა მაძლევს შანსს ტელეკრანზე გამოვჩნდე და არც მეტი, არც ნაკლები თავად ის ვაკრიტიკო. იმ ყუთს ხომ ჩემი შვილები, ოჯახის წევრები და რაც მთავარია - შურიანი მეზობლები უყურებენ. უყურე, უყურე, რა გაბადრული და ამაყი შედის ჩემი სიდედრი უბნის მარკეტში. გაიხარე მიშა შენ, თორემ ხომ მომჭამდა თავს წუწუნით...
რომ არა მიშა, რამდენი პოლიტიკოსის ოჯახი დაინგრეოდა. ანუ, აქ დასკვნა ძალიან მარტივია - მიშა საჭიროა პოლიტიკური სპექტრის ეგოისტური ვნებების და სუბიექტურ-კომფორმისტული საჭიროებებისთვის.
ხუმრობა და იუმორი, გნებავთ სატირა და სარკაზმი იქეთ იყოს, მაგრამ ცხადზე ცხდია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში, სახელმწიფოში პოლიტიკური ინიციატივები და პროცესები - კარგი თუ ცუდი (სუბიექტური შეფასებაა), მეტწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება. იგი, მისით დაღლილ ქართველ ხალხს - აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვისი მომხრეა - ჩაძინების საშუალებას არ აძლევს.
--
ჰო, სააკაშვილი - კერკეტი კაკალი, ჯიუტი, თავდაჯერებული, ექსცენტრიული, წინააღმდეგობრივი, ვისთვის საშიში და ვისთვის უსაფრთხო... რეალობა ის არის, რომ დღეს როგორც არასდროს, იგი საჭიროა ქართული პოლიტიკისთვის. საჭიროა, სწორედ ამ თავისი არაორდინალური და არაპროგნოზირებადი თვისებების გამო. საჭირო - რადგან ვერავინ სხვა ინდივიდუალური რეჟიმში (გუნდურზე საუბარი ზედმეტია), რეალურად ვერ ქმნის პოლიტიკურ პროცესს. საჭირო - მათთვის ვისაც მოსწონს, რომ ჰქონდეთ მოტივი და საკუთარი იდეების რეალიზების შანსი. საჭირო - ვისაც სძულთ იმათთთვის, რათა სითბოში არ გაიგუდონ.
---
დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის ჩერჩილი ვინ არის. მაგრამ ცოტამ იცის მისი უმძიმესი ხასიათის, მისი სიჯიუტის, მისი პრინციპულობისა და მისი ექსცენტრიულობის შესახებ. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ჩერჩლი ის კაცია, რომლისგანაც ბრიტანეთი დაიღალა... მაგრამ ჩერჩილი არ დაღლილა ბრიტანეთით. არ ვაპირებ სააკაშვილი მას შევადარო, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მან თქვა - თქვენ დაიღალეთ ჩემითო, თუმცა აქვე ფაქტად ვხედავთ, რომ სააკაშვილი არ დაღლილა საქართველოთი.
ხშირად სააკაშვილის სიჯიუტეს გიჟობას არქმევენ. მიშა გიჟია? კი, გიჟია! ჩემბერლენიც გიჟს ეძახდა უინსტონს. ერთი ქართული სიბრძნე უნდა გავიხსენო - ყველა სოფელს თავისი გიჟი ჰყვასო და მაშინ რა გინდათ, საქართველოსაც ჰყავს გიჟი სააკაშვილი. ჰო, ზემოთ გამოტოვე, ჩემბერლენმა როდესაც უინსტონს ჩერჩილს გიჟი უწოდა, დასძინა - დიახ, თქვენ გიჟი ხართ სერ, მაგრამ ბრიტანეთისთვის საჭიროა გიჟი ჩერჩილი. იცით, ამ სიტყვებს რა მოჰყვა? ჩერჩილმა თავი დაუკრა ჩემბერლენს და უპასუხა - „ჩემთვის დიდი პატივია თქვენი სიტყვები ბატონო პრემიერო!", და როცა წელში გაიმართა, ირგვლივ მყოფებმა მის თვალებზე სიხარულის და სიამაყის ცრემლები შენიშნეს. ეს ისტორიული სცენა ორი დიდი პოლიტიკოსის - დაუძინებელი მტრების, ღირსებით აღსავსე სიტყვები და ურთიერთპატივისცემის უმაღლესი პილოტაჟი გახლავთ.
სააკაშვილი ჩემი მტერი არ არის, არც მოყვარე... თუმცა როლში შესული აი, ასე - ღიად ვიტყვი: დიახ, თქვენ გიჟი ხართ ბატონი პრეზიდენტო, მაგრამ საქართველოსთვის საჭიროა გიჟი სააკაშვილი!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა