ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

ნახვები: 329 მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და შესაბამისად, პარტიის გასვლით სხდომაზეც საკადრო ცვლილებებზე არ იქნება მსჯელობა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ გასვლით შეხვედრაზე ყველა მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის გრძელვადიან განვითარებასთან დაკავშირებით და სწორედ ამ თემებზე იმსჯელებენ.

„სრული სერიზულობით და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ ცვლილებაზე არ იქნება საუბარი არც დღეს და არც მომდევნო პერიოდში. მსგავსი საკითხები არ განიხილება. ასევე, დღეს არ განიხილება მერების საკითხი. ანუ პარტიული და საარჩევნო საკითხები დღეს არ განიხილება. აბსოლუტურად სხვა საკითხთან დაკავშირებით ვართ შეკრებილები. დღეს ჩვენ განვიხილავთ სამომავლო გეგმებს და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას. საკადრო ცვლილებები მაღალ დონეზე და პარტიულ საკითხთან დაკავშირებით პარტიულ მენეჯმენტში არ იქნება. შეიძლება ადგილობრივ დონეზე იყოს გარკვეული ცვლლილებები, მათ შორის შტაბის უფროსებია დასანიშნი, მაგრამ დღეს ეს საკითხები არ განიხილება", - აცხადებს მდინარაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა