კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ზურაბ ჯაფარიძე - რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გზა, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ განვითარებას, მაგრამ ამის მიღწევას სჭირდება სხვა ტიპის აქტივობები, ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა

ნახვები: 701 ზურაბ ჯაფარიძე - რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გზა, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ განვითარებას, მაგრამ ამის მიღწევას სჭირდება სხვა ტიპის აქტივობები, ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა

რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გზა, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ განვითარებას, მათ შორის წინსვლას ამ გზაზე, – ამის შესახებ გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების მიღწევას სხვა ტიპის აქტივობები სჭირდება. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ეს არის ქუჩა, პროტესტი, დაუმორჩილებლობა.

„გირჩი მეტი თავისუფლება“ ეკუთვნის მცირე პარტიების ჩამონათვალს, რომელსაც არასოდეს მოუხსნია დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გზა, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ განვითარებას, მათ შორის წინსვლას ამ გზაზე. დასავლეთის მხრიდან მთავარი მოთხოვნა არის დეოლიგარქიზაცია. დეოლიგარქიზაციის ერთადერთი გზაა რიგგარეშე არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვება. არავის არსად, არც დასავლეთში, არც ქვეყნის შიგნით სერიოზულად არ სჯერა, რომ ოლიგარქიული მმართველობა საკუთარ თავს თვითონ დაასრულებს. ამიტომ რიგგარეშე არჩევნები არის გზა, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების მიღწევას სჭირდება სხვა ტიპის აქტივობები. ეს არის ქუჩა, ეს არის პროტესტი, ეს არის დაუმორჩილებლობა, ეს არის გააზრება, რომ თავზე გვაზიან უზურპატორები, რომლებსაც ძალაუფლება, არჩევნები აქვთ მიტაცებული და ჩვენ, ყველას დასაბრუნებელი გვაქვს არჩევნები. არჩევნების უფლებას რომ დავიბრუნებთ, შემდეგ შეიძლება, ვისაც უნდა, ის პარტია აირჩიოს.

არანაირ 12 პუნქტზე მუშაობა სერიოზული არ არის, ვერანაირი 12 პუნქტის შესრულება ვერ მოხდება ამ ქვეყანაში. ეს არის ზღაპარი და კიდევ ერთი მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ ყალბი პოლიტიკური პროცესი შექმნას, რომელიც საბოლოო ჯამში, დასრულდება ან არაფრით, ან გადაგდებით, ან ტყუილით, როგორც უკვე უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა