კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვახტანგ მეგრელიშვილი - დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი

ნახვები: 574 ვახტანგ მეგრელიშვილი - დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი

დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი, ისინი ამით ერთმანეთის საქმეს აკეთებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციებზე მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ.

„12 პუნქტის შესრულების სწორი სტრატეგია იყო, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად ერთად გვემსჯელა და რაღაც გადაწყვეტილებამდე ერთად მივიდოდით, ან – არა. ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება სრულად გაუგებრად მიგვაჩნდა, მაგრამ მათი მხრიდან იდეების გასაჯაროებას ველოდები, რომ იმას მაინც მივხვდე, რა მოსაზრებები ჰქონდათ, რასაც ოთახებში არ გვიზიარებდნენ. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი იქნება, რომ 12 რეკომენდაციაზე ლაპარაკი დაიწყოს იმ დამოკიდებულების ნაცვლად, რომ არ დაგელაპარაკებიო. დარწმუნებული ვარ, რაიმე ფუნდამენტური და სასწაული იქ არ იქნება არც ერთ და მეორე ვერსიაში. დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოა ცალ-ცალკე მუშაობა და ისე ქცევა, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის ნაწილი. მგონია, რომ ისინი ამით ერთმანეთის საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა