კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა

ნახვები: 442 ჯოზეფ ბორელი - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის გამართვას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ბორელი წერს, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა და საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის.

„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა, ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების პირველ საბჭოს სხდომას ვთავმჯდომარეობდი. საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი მზად არის ამ გზაზე თქვენს გვერდში იყოს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა