კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება-მანჯგალაძე

ნახვები: 481 საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება-მანჯგალაძე

საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ საგარეო და საშინაო ზეწოლა და იძულება უნდა იყოს.

„ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ როგორც კი საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციას შეასრულებს, კანდიდატის სტატუს მაშინვე მოგვანიჭებენ. ამას ერთი წლის შემდეგ მოჰყვება გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოსთან, რომელიც 3-4 წელი გაგრძელდება. საქართველოს ევროკავშირში შესვლა რეალურია და ამაზე პასუხისმგებლობა ცალსახად „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლების ნების შემთხვევაში, ოპოზიციას რომც უნდოდეს პროცესის ხელის შეშლა, ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ მონდომებულები ვართ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ნებისმიერ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას მოემსახურება. ეს პოლიტიკური კინკლაობის საკითხი არ არის, ეს ეროვნული თანხმობის საკითხია. თუ არ იქნება საერთაშორისო ზეწოლა და ზეწოლა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არ აპირებენ ამ რეკომენდაციების შესრულებას, რადგან ევროპულ დემოკრატიასთან შეუთავსებელია მმართველობის ოლიგარქიული ის ფორმა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოში დაამკვიდრა. ამიტომ, „ქართულ ოცნებაზე“ საგარეო და საშინაო ზეწოლა და იძულება უნდა იყოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა