კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - კორუფციის პრევენციის სააგენტოს, ე.წ. ნაზეკას ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები, უმრავლესობას ვურჩევდი, დაგუგლონ და თუ არ იციან, იკითხონ მაინც

ნახვები: 650 ხატია დეკანოიძე - კორუფციის პრევენციის სააგენტოს, ე.წ. ნაზეკას ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები, უმრავლესობას ვურჩევდი, დაგუგლონ და თუ არ იციან, იკითხონ მაინც

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, დიდი ალბათობაა, რომ სანქციების ქვეშ მოხვდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაზრდას და ფინანსური კაპიტალით ეხმარება რუსული კაპიტალის გაზრდას.

ამასთან, ხატია დეკანოიძე უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კორუფციის პრევენციის სააგენტოს, ე.წ. ნაზეკას ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ხატია დეკანოიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია შვეიცარიული ბანკის მიერ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ მის მიმართ სანქციები გაიზარდოს.

„უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი, დაგუგლონ და ნახონ – არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელშიც მოვალეობის შემსრულებელი არის გიზო უგლავა და არის კიდევ მეორე უწყება – კორუფციის პრევენციის სააგენტო, ე.წ. ნაზეკა, რომელმაც ეს სია გამოაქვეყნა. თუ დაგუგლავენ, ნახავენ, რომ სხვადასხვა უწყებებია და სწორედ „ნაზეკას“ ევალება სანქციებთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამიტომ უმრავლესობას ვურჩევდი, დაგუგლონ და თუ არ იციან, იკითხონ მაინც. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავზე სანქციები გაიზარდოს, ის დასანქცირებულია შვეიცარიული ბანკის მიერ, ეს არის მისი კაპიტალის გადაგდება საეჭვო კალათაში, რაც უკავშირდება იმას, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი. ახლა მოთხოვნილია მისი სანქცირება უკრაინის მიერ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის დასანქცირება იქნება რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო და უკრაინისა და რეგიონის სასარგებლო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხელს უწყობს რუსული გავლენების გაზრდას და ფინანსური კაპიტალით ეხმარება რუსული კაპიტალის გაზრდას, დიდი ალბათობაა, რომ სანქციების ქვეშ მოხვდეს. ამაში გასაკვირი არაფერია და მგონი, არც ივანიშვილს უნდა გაუკვირდეს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა