კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

ნახვები: 382 საქართველოს პარლამენტში დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

„გუშინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე. ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას. დედოფალი ელისაბედ მეორე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ღირსეულად ატარებდა უმაღლეს სამეფო ტიტულს და სიბრძნითა და გონიერებით უძღვებოდა გაერთიანებულ სამეფოს. იგი იყო თავისუფლების მოყვარე ერების, მათ შორის საქართველოს, ჩვენი კულტურისა და ხალხის მეგობარი, მხარდამჭერი. ეს არის დიდი დანაკლისი არამხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიოს თანამეგობრობისა და საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი და მემკვიდრეობა დიდხანს დარჩება ისტორიის და მომავალი თაობების მეხსიერებაში. გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ისტორიული პიროვნების ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა