ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ირაკლი კობახიძე - კუბილიუსი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულია კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული სახელმწიფოს წინაშე

ნახვები: 507 ირაკლი კობახიძე - კუბილიუსი, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულია კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა, მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული სახელმწიფოს წინაშე

კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში დაუყოვნებლივ უნდა მოუხადოს. საუბარია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომ „ადამიანი როცა ლაპარაკობს ისეთ რაღაცებს, რაც ვიოლა ფონ კრამონმა ილაპარაკა, ის არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კუბილიუსს თავად აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რადგან ის, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად.

„შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რამ თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, შეფასდეს ეს ადამიანი, თავად განსაზღვრეთ. როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს ჰკადრებ ამერიკელ პარტნიორებს, რას იმსახურებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი, თავად შეგიძლიათ, განსაზღვროთ.

არ ვიცი, რა ამოძრავებს კუბილიუსს. შეიძლება, ეჭვები მქონდეს, მაგრამ, არ ვიცი. კუბილიუსი პირდაპირ ჩართულია იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა მეორე ფრონტად. პირადად კუბილიუსი არის პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს ბოდიში აქვს მოსახდელი ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა