თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯონ კირბი აცხადებს, რომ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის დამალვა

ნახვები: 569 ჯონ კირბი აცხადებს, რომ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის დამალვა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის დამალვა. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მან კიევის სამხედრო წარმატებებს შთამბეჭდავი უწოდა და უკრაინას დამატებით დახმარებას დაპირდა.

„არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ვუწოდოთ უკრაინის ჯარების სწრაფ წინსვლას გარდამტეხი მომენტი, მაგრამ ცხადია, რომ უკრაინის სამხედროების ცნობები შთამბეჭდავია. ჩვენ ვიზრუნებთ, რათა გავაგრძელოთ უკრაინელების მომარაგება საჭირო ინსტრუმენტებითა და რესურსით შემდგომი წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

კირბიმ ასევე თქვა, რომ რუს სამხედროებს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ჰქონდათ შეთანხმებული ურთიერთქმედების, კარგი მეთაურობისა და საბრძოლო ჟინის პრობლემები.

„ისინი გარბოდნენ ბრძოლიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კიევიდან და მისი შემოგარენიდან“ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა