მიხეილ სააკაშვილი - მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე
21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
სომხეთმა რუსი ოლიგარქის სამველ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიის ნაციონალიზაცია დაიწყო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ყოფნა
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ჟიგიმანტას პავილიონისი - საქართველო განიცდის პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში - ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ
War update: 185 clashes recorded along the front in past day, 58 in Pokrovsk sector

ვის შერჩა ქოცებში ერთი გრამი ტვინი ანუ ბოლო ვაგონში მხტომელები

14.09.2022 ნახვები: 1191

თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს თავში ოდნავ ტვინი შერჩა... არა სახელმწიფოებრივი აზროვნება - ეს მათ არასდროს არ ჰქონდათ და ვერასდროს ვერ ექნებათ - შემთხვევით, ინტრიგების ხლართვით გამდიდრებულ ორღობე პროვინციალს და მის ლაქიებს ასეთი ფუფუნება ვერ ექნებათ, ამაზე არც არის ლაპარაკი...

თუ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს შერჩა ელემენტარული რაციონალიზმი და თვითგადარჩენის ინსტინქტი... არა ქვეყნის გადარჩენის ინსტინქტი - ასეთი სიმაღლეებზე ისინი ვერ დაფრინავენ.. მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენის ინსტინქტი მაინც. დღეს სწორედ ის დროა, რომ ქოცობამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას.

რუსებს აქვთ ერთი გამონათქვამი - „ნახტომში ფეხსაცმლის გამოცვლა“. ეს ნიშნავს ვითარებას, როდესაც საჭიროა მოქმედებების სასწრაფო, მოულოდნელი და გადაუდებელი შეცვლა. დღეს სწორედაც ეს დროა.

მართალია, ქოცობას ურჩევნია დღევანდელი მდგომარეობა - ორ სკამზე ჯდომა, დასავლეთს და რუსეთს შორის ანტაგონიზმის გამოყენება და ამ გზით ორივე მხარესთან სიტუაციის „დალაგება“ - რა თქმა უნდა, „დალაგება“ - მხოლოდ თავისი, მოკლე ჭორვილა-ტვინით, და არა რეალურად.

გასაგებია, რომ ბორენკას და ქოცობას ძალიან უნდათ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში და მათთვის ჩვეული და კომფორტული სამყაროს დაბრუნება - მათთვის იდეალური სამყარო 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო და მათ მთელი გულით სურთ მისი დაბრუნება.

იმიტომ რომ იციან - რუსეთის განეიტრალება და უკანა პლანზე გადაწევა ქოც-პოლიტიკის კრახს ნიშნავს. მათი ავადმყოფური, მავნებლური პოლიტიკა, მთელი ეს „ომი გინდათ?“ და ტრაბახი იმით, რომ „ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ“, აზრს დაკარგავს.

ასევე ამოიწურება დასავლეთს და რუსეთს შორის ბალანსირების პოლიტიკის პოტენციალი, და მათ მოუწევთ მძიმე არჩევანის გაკეთება - ან იმოძრავებენ დასავლური პოლიტიკის ფარვატერში და ბოლოს და ბოლოს დაიწყებენ რეფორმებს, ან გაქრებიან პოლიტიკური რუკიდან.

რუსეთის დაცვის გარეშე, ქოცობა ორგანიზებულ დასავლეთს ვერ დაუპირისპირდება - რა თქმა უნდა, მას ჰყავს ისეთი უმძლავრესი მოკავშირეები, როგორც ლობიოს მოყვარული წიწიბურა, ლალი მაროშკინა, და ზაზა შათირიშვილი, თუმცა, ისინი ძალიან მალე ჩაიფუშებიან - როგორც კი მათ წაერთმევათ მილანში შოპინგზე გამგზავრების შესაძლებლობა. ამიტომაც მათ მთელი გულით და სულით სურთ უკრაინის დამარცხება ამ ომში. ამ თავიან სურვილში ისინი და მათი უტვინო მრევლი, უბრალოდ სასაცილოები არიან.

„მასხარა ზელენსკის“, უკრაინის პოლიტიკური ელიტის, დასავლეთის, ამერიკის და საერთოდ მთელი მსოფლიოს ლანძღვა-გინება შესაძლოა, სერიოზულად გამოიყურებოდეს რომელიმე დიდი, მძლავრი და მდიდარი ქვეყნის მხრიდან. საქართველოსნაირი მაჩანჩალას მხრიდან ამგვარი რიტორიკა იწვევს მხოლოდ ეჭვებს ქოც-მთავარსარდლობის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით...

ირაკლი კობახიძე, რომელიც მთელს მსოფლიოს უპირისპირდება - ეს სასაცილოც კი არაა... მსოფლიო გრანდიოზული ცვლილებების ზღვარზეა, ამ დროს კი ორღობე გრუზიაში ზელენსკის მასხარას ეძახიან და ევროპას ომში ჩათრევის სურვილს აბრალებენ... როგორც ჩანს ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ბევრი პაციენტი გამოუშვეს გარეთ.

თუ ვინმეს ქოცობაში ოდნავ ტვინის მსგავსი რამე შერჩა თავში -  „ნახტომში ფეხსაცმლის გამოცვლის“ დროა. რა თქმა უნდა, ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის - საქართველოს მთავრობამ უკვე სამუდამოდ მოიჭრა თავი საკუთარი სიმხდალით, ორღობე პროვინციალიზმით და კოლაბორაციონიზმით.

თანაც უსამართლო ომის მსხვერპლი-ქვეყნის მხარდაჭერას ფასი მაშინ აქვს, როდესაც მას უჭირს, თორემ როდესაც ის უკვე გამარჯვების გზას დაადგა - მისდამი სოლიდარობას აზრი არა აქვს. თუმცა, მაინც სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

უკვე აშკარაა, რომ ქოცების ნატვრას აღსრულება არ უწერია - უკრაინა ამ ომს იგებს, რუსეთი კი - აგებს. ეს რა თქმა უნდა, არ მოხვდება ერთ დღეში, ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, თუმცა დღეს უკვე ჩანს, რომ რუსეთს საომარი მდგომარეობის კარდინალური შეცვლის პოტენციალი არ გააჩნია.

დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ვარსკვლავი ჩნდება - უკრაინა. სწორედ ის უკრაინა, რომელიც დამარცხებასაც ნატრობს „ოცნება“ და რომელსაც ბოლო სიტყვებით ლანძღავს. მატარებელი უკვე მიდის. ბოლო ვაგონში ადგილები ჯერ კიდევ არის, მაგრამ მალე არ იქნება.

თუ ქოცობაში ვინმეს თავში 1 გრამი ტვინი შერჩა, დროა ახტნენ თუნდაც ამ ბოლო ვაგონში. მერე უკვე გვიან იქნება.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა