პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

თეა წულუკიანი - ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, გეგმის შესრულებას თუ გაეთიშებოდა, დააზიანებდა „ოცნებას“, სინამდვილეში, ოპოზიციაში ჩაუდგნენ ქვეყანას და კვლავ დაუპირისპირდნენ ევროპულ მომავალს

ნახვები: 445 თეა წულუკიანი - ხელმოცარულმა ოპოზიციამ იფიქრა, გეგმის შესრულებას თუ გაეთიშებოდა, დააზიანებდა „ოცნებას“, სინამდვილეში, ოპოზიციაში ჩაუდგნენ ქვეყანას და კვლავ დაუპირისპირდნენ ევროპულ მომავალს

სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს შეცდომა და უმრავლესობასთან ერთად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულებაზე.

„რასაკვირველია, ოპოზიციას აქვს უნარი მოსმენის, როდესაც მათ მოუწოდებენ მაგალითისთვის ბრიუსელიდან, რომ მათი ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც გულისხმობდა გათიშვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესისგან, არის პოლიტიკურად მცდარი. რეალურად, კიდევ ერთხელ სახეზეა უპასუხისმგებლო, პოლიტიკურად ხელმოცარული ოპოზიცია, რომელმაც იფიქრა, რომ თუ პოლიტიკური უმრავლესობის მიერ, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებულ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს გაეთიშებოდა, ამით დააზიანებდა „ქართულ ოცნებას“. სინამდვილეში, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ  არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საკუთარ ქვეყნას მორიგჯერ და მორიგჯერ დაუპირისპირდნენ თავიანთი ამ უპასუხისმგებლო პოზიციით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ისინი ამას მიხვდნენ, როგორც ჩანს. ასევე, მიიღეს მოწოდებები ბრიუსელიდან, რომ მათი ქცევა უპასუხისმგებლოა და ახლა ცდილობენ, ეს როგორღაც გამოასწორონ, მაგრამ დამოუკიდებლად მათი მუშაობის პერსპექტივა არ მესმის რას ნიშნავს, რადგან კანონები მუშავდება იმ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც არის, როგორც ოპოზიცია, ასევე უმრავლესობა. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივი პროცესით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ამიტომ, კარგი იქნება თუ მათ არ შერცხვებათ და იტყვიან, რომ აქამდე ხელმოცარულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, აღიარებენ საკუთარ შეცდომას ღიად ან ჩუმად და შეუერთდებიან უმრავლესობას პარლამენტში, რომ ის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდეს უმრავლესობასთან ერთად. ეს პროცესი საკმაოდ წარმატებით მიჰყავს ჩვენს საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ვინმეს ამის დანახვა უნდა, ხედავს კიდეც და ამის მაგალითია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მსჯელობის პროცესშია ან დამტკიცებულია პარლამენტში, მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი, რომელზეც სათქმელი არავის არაფერი აქვს, თუ არ ჩავთვლით დესტრუქციულ რიტორიკას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა