Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს

ნახვები: 266 საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატთა შერჩევის პროცესს დღეიდან იწყებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენის მსურველთა განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

„საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბრის №1/415/22 ბრძანების შესაბამისად: 2022 წლის 15 სექტემბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი.

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

ა) საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე; ბ) საქართველოს სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია. საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა (შემდგომ − კანდიდატი) განცხადებები მიიღება 2022 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

კანდიდატის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი და გვარი, განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი. მას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; გ) კანდიდატის ავტობიოგრაფია (CV); დ) ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტები, კანდიდატის შეხედულებისამებრ.

განცხადების წარდგენით კანდიდატი იძლევა თანხმობას იმაზე, რომ მოძიებულ იქნას კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და დამუშავდეს კანდიდატის პერსონალური მონაცემები „2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2022 წლის 14 სექტემბრის №1/415/22 ბრძანების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა