ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

NDI- პრემიერის საქმიანობას 28 პროცენტი კარგად აფასებს, 35 პროცენტი ცუდად, გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი, მის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს 40 პროცენტი, 12 პროცენტი კი, კარგს

ნახვები: 471 NDI- პრემიერის საქმიანობას 28 პროცენტი კარგად აფასებს, 35 პროცენტი ცუდად, გაზრდილია პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი, მის საქმიანობას ცუდ შეფასებას აძლევს 40 პროცენტი, 12 პროცენტი კი, კარგს

საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას, 40 პროცენტი ცუდად აფასებს, პარლამენტისას 41 პროცენტი, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 35 პროცენტი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, გამოკითხულთა 43 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 40 პროცენტი ცუდად, 12 პროცენტი კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის, 5 პროცენტმა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35 პროცენტი ცუდად აფასებს, 33 საშუალოდ, 28 პროცენტი კარგად, ხოლო 4 პროცენტს არ აქვს კითხვაზე პასუხი.

ამავე კვლევაში შეფასებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობაც, გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას 45 პროცენტი საშუალოდ აფასებს, 41 პროცენტი ცუდად, 9 პროცენტი კარგად, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4 პროცენტმა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა.

NDI-ის მონაცმებით, აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა