თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილება იმის გამოა, რომ ვერ შეძლეს ხელისუფლების ცვლილება, ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, რათა ნდობა დაიბრუნოს

ნახვები: 516 ბადრი ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილება იმის გამოა, რომ ვერ შეძლეს ხელისუფლების ცვლილება, ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, რათა ნდობა დაიბრუნოს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილება იმის გამოა, რომ ხელისუფლების ცვლილება ვერ შეძლეს.

ჯაფარიძემ უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის შედეგების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიების მიმართ უკმაყოფილებაა.

როგორც ბადრი ჯაფარიძე ამბობს, ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, რათა ხალხის ნდობა დაიბრუნოს.

„პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმით. ვითარება ძალიან მძიმეა. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატიული სახელმწიფო. მე ასეთი შეფასება ბოლო წლებში არ მახსენდება. ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა არ მართავს ქვეყანას იმ მოლოდინების შესაბამისად, რომელიც საზოგადოებას აქვს, ანუ ცუდად მართავს. ოპოზიციისგან ელოდებიან ამ ხელისუფლების ცვლილებას. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების მიმართ არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომლის მიმართაც დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში. პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა იმითაა გამოწვეული, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არ მოსწონს. ესაა უკმაყოფილების მიზეზი. ოპოზიციამ ხელისუფლება უნდა შეცვალოს, რათა ნდობა დაიბრუნოს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა