კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის

ნახვები: 439 ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები ძალიან ფრთხილად და გაბედულად წყვეტენ ამოცანებს, რომლებსაც სარდლობა მათ წინაშე აყენებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს სტაბილიზაციის ზომებს რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსული სისასტიკის სულ უფრო მეტი ფაქტი ფიქსირდება.

„საკმაოდ ხმაურიანი ამბები რუსეთიდან. ბევრი კითხვაა ამის შესახებ. მაგრამ რა მოხდა სინამდვილეში? რა გაჟღერდა, რაც ადრე არ გაჟღერებულა? ჩვენი პოზიციები ნათელია და კარგად არის ცნობილი. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გვაინტერესებდეს. არა ის, რაც სადღაც ჟღერს, არამედ, რა არის ჩვენი ამოცანა. მეტი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მეტი მხარდაჭერა დაზვერვისთვის, მეტი მხარდაჭერა სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის, მეტი მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, პოლიციის, მესაზღვრეებისთვის, ყველასთვის, ვინც თანდათან აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიციები არ იცვლება ხმაურით ან სადღაც გაკეთებული განცხადებებით. და ამაში გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა