კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ ყაველაშვილი ენგურის ხიდთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 464 მიხეილ ყაველაშვილი ენგურის ხიდთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროპული საქართველო“, ამ პარტიის კუთვნილი მედიასაშუალება – „ტაბულა“ და ამავე პარტიის კუთვნილი „ენჯეო“ – „თავისუფლების ინსტიტუტი“ მართავენ აქციას ენგურის ხიდთან. გაუგებარია, რა მიზანი აქვს აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აშკარაა, რომ „აქციის ორგანიზატორებს მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი ამოძრავებთ“. როგორც ყაველაშვილი ამბობს, მოუწოდებენ ამერიკის საელჩოს, გაემიჯნოს დაგეგმილ პროვოკაციას.

„დღეს ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი ფავორიტი პარტია – „ევროპული საქართველო“, ამ პარტიის კუთვნილი მედიასაშუალება – „ტაბულა“ და ამავე პარტიის კუთვნილი „ენჯეო“ – „თავისუფლების ინსტიტუტი“ მართავენ აქციას ენგურის ხიდთან. ამ აქციას უკვე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და ის შეაფასა „ამერიკის საელჩოს და USAID-ის მიერ სტიმულირებულ პროვოკაციად, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს“.

გაუგებარია, რა მიზანი აქვს დღეს ენგურის ხიდთან აქციის ორგანიზებას, რომელიც საქართველოსთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის და აფხაზურ საზოგადოებაში უარყოფით რეაქციას რეალურად იწვევს. აშკარაა, რომ აქციის ორგანიზატორებს ამ შემთხვევაშიც ამოძრავებთ ერთადერთი ინტერესი – მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც ამ მიზანს საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მიაღწიეს, ახლა ისინი უკვე ენგურის ხიდიდან აფხაზების პროვოცირებას ცდილობენ.

მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს, ამჯერად მაინც გაემიჯნოს მისი ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამყარდება ქართულ საზოგადოებაში ისედაც ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ მეორე ფრონტის გახსნის სურვილის უკან, რომელსაც პერიოდულად საჯაროდ ახმოვანებენ საელჩოს ფავორიტი და მის მიერ დაფინანსებული ქართველი პოლიტიკოსები, „ენჯეოების“ ლიდერები, უცხოელი ლობისტები და უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სინამდვილეში, სწორედ საელჩო დგას. ჩვენ განვახორციელებთ მეორე ფრონტისკენ მიმართული ქმედებებისა და პროვოკაციების მუდმივ მონიტორინგს, რათა საზოგადოება იყოს ფხიზლად ომის საფრთხის მიმართ და არ დაუშვას საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა