კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - 3 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილება, მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს, პროცესში იყოს ჩართული, მოემზადოს ამ სხდომისთვის

ნახვები: 500 შალვა პაპუაშვილი - 3 ოქტომბერს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილება, მოვუწოდებ ყველას, ვისაც სურს, პროცესში იყოს ჩართული, მოემზადოს ამ სხდომისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს 3 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პაპუაშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, მოემზადონ აღნიშნული სხდომისთვის და მიიღონ მონაწილეობა პროცესში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მომავალ კვირას უკვე პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში, პროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს გადაეგზავნება. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღად კი 29 ნოემბერია განსაზღვრული.

„რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებას, 29 ნოემბერი გვაქვს სავარაუდო თარიღად აღებული, როდესაც მესამე მოსმენით უნდა მოხდეს ცვლილების მიღება. ჩვენ თუ მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ და პირველი მოსმენით მივიღებთ კანონს, ამის შემდეგ გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, ეუთო/ოდირს დასკვნისთვის და ამ გრაფიკით, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია, ეუთო/ოდირიც შეძლებენ, დროულად მოგვაწოდონ თავიანთი პასუხი, რათა ნოემბრის ბოლოს შევძლოთ უკვე მეორე-მესამე მოსმენით კანონის მიღება.

ჯერჯერობით პროცესი მიდის ძალიან კარგად. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, მადლობა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელ ბატონ გივი მიქანაძეს, რომელმაც ეს პროცესი ძალიან გახსნილად, გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წაიყვანა. შესაბამისად, გვაქვს მნიშვნელოვანი იდეები, რომელიც შემუშავდა ამ პროექტის ფარგლებში და რთულიც არის, რაიმე დიდი წუნი მოეძებნოს. ვნახოთ, განხილვები იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ საჯაროდაც მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურს, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მოგვახსენა, ორშაბათს იქნება დღის მეორე ნახევარში კომიტეტის სხდომა, ამიტომ მოემზადოს ყველა ამ სხდომისთვის და შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა