ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯუანშერ ბურჭულაძე - ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები

ნახვები: 398 ჯუანშერ ბურჭულაძე - ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები

ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატის მიერ აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მეტიც, ეს პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა.

„ჩვენს ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები; მეტიც, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა და როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ ვემხრობოდეთ ამ რიტორიკას.

კიდევ ვიმეორებ, ყველა ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში არის საზოგადოების ნაწილი თუ პირთა, ჯგუფთა წრე, რომელიც შეიძლება, ჩვენ ვთვლიდეთ, რომ ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქცეოდა; ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ამას, ამ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, თუ არ იკვეთება სისიხლის სამართლის დანაშაული“, – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა