შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს! - ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი
იაგო ხვიჩია - კითხვა, რომელსაც ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით?
ოპოზიციური პარტიები - 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ხალხი
პაატა მანჯგალაძე - ხომ გამოჩნდა, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია კალაძესაც, კობახიძესაც, მდინარაძესაც საქართველოს მოქალაქე?!
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა
ეკა სეფაშვილი - ეს არის მოსყიდული ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებული რეზოლუცია
ანა ბუჩუკური - ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს
სალომე სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა არაა საჭირო

დავით უსუფაშვილი - აშშ ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის, მაგრამ საუბარი, კონკრეტულად რას გვთავაზობდნენ, ცოტა არ იყოს, სპეკულაცია მგონია

09.30.2022 | 17:15 ნახვები: 268

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ვერ წვდება, რას გულისხმობდა გიორგი ვაშაძე თავის  განცხადებაში.

საუბარია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“.

მისი თქმით, ვაშაძე ალბათ, თავად გააკეთებს განმარტებას საკუთარ განცხადებაზე.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეერთებული შტატები ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის.

„ხშირად მიწევს, ჩავწვდე ვიღაცის ნათქვამს, ნეტავ რას გულისხმობდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ ვწვდები, რას გულისხმობდა, რადგან მსგავსი არაფერი გამიგია მე. საიდან აქვს ეს ინფორმაცია, ან თავად რას გულისხმობდა, ალბათ თავად განმარტავს.

შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო და ღია თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. შეერთებული შტატები ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. ახლა ბევრს აღარ ახსოვს და ისტორიის გადაწერა უნდათ, მაგრამ 2008 წელს, რომ შეწყდა დაბომბვები, იმიტომ შეწყდა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო გემი შემოვიდა შავ ზღვაში, იქიდან ჰუმანიტარული ტვირთით ვერტმფრენი გამოფრინდა თბილისისკენ და მოითხოვა შეერთებულმა შტატებმა რუსეთისგან ფრენების შეწყვეტა მათი ვერტმფრენის უსაფრთხოებისთვის; ამან შეაჩერა მაშინ დაბომბვა. მკაფიო მაგალითს ვამბობ იმისთვის, რომ აშშ გვეხმარება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, მაგრამ კონკრეტულად, გვთავაზობდნენ, ჩვენ უარი ვთქვით, შიგნით ამდენი ავტომატი იდო და იმდენი ბომბი იყო, ცოტა არ იყოს, სპეკულაცია მგონია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვისი მხრიდან შეიძლება, იყოს ეს სპეკულაცია, უსუფაშვილი ამბობს, რომ არ იცის.

„არ ვიცი, პირველწყარო რა არის. არ ვიცი და ვინც იმეორებს, ალბათ თავად გასცემს პასუხს. ვაშაძეს რომ არაფერი გამოატანეს იქიდან, მგონი, ვიცით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა